საუკეთესო გარემო სათბურის უკეთესი მოსავლიანობისთვის - Farco

ჭკვიანი მეურნეობასაუკეთესო გარემო სათბურის უკეთესი მოსავლიანობისთვის

ხუთი მნიშვნელოვანი პარამეტრი სათბურში გარემოს კონტროლისთვის

 

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში სადაც თითქმის ყველაფერი ფუნქციონირებს და კონტროლდება ავტომატური სისტემებით, თუმცა არის ისეთი მიმართულებები რომლებშიც არაა დანერგილი მსგვასი სისტემიბი, ერთ-ერთი ასეთი არის აგროკულტურული მიმართულება. როდესაც სოფლის მეორნეობაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ადამიანის ჩართულობა და ხელით მუშაობა გარდაუვალია ამ საქმიანობისთვის, ფერმერები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტრადიციული მეთოდებს კულტურების მოსაყვანად. თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა მიდგომები და საჭიროება გაიზარდა მეურნობის ავტომატიზაციაზე.

 

სათბურის საშუალებით, ფერმერებს შეუძლიათ მცენარეთათვის ხელსაყრელი პირობები უზრუნველყონ მცენარის ოპტიმალური ზრდისთვის. ამრიგად, სათბურები სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

 

ვინაიდან სათბურები შექმნილია კონტროლირებადი კლიმატური პირობების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მცენარეთა ზრდისთვის საჭირო პარამეტრების მონიტორინგი, კონტროლი და შენარჩუნება.

 

სათბურის მონიტორინგის სისტემა დაგეხმარებათ სათბურის სხვადასხვა პარამეტრების, როგორიცაა: ტემპერატურის, ტენიანობის, სინათლის, მორწყვის, pH დონის, ნიადაგის ტენიანობის, ნახშირორჟანგის (CO2) და ა.შ. მონიტორინგსა და კონტროლში.

ტემპერატურა

ტემპერატურა მცენარეთა ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზრდისთვის საჭირო ტემპერატურა სხვადასხვა მცენარისთვის განსხვავებულია. ზოგ მცენარეს განვითარება და გაზრდისთვის სჭირდება მაღალი ტემპერატურა, ზოგს კი დაბალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მცენარის ყველა სახეობისთვის, შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნება.

მცენარეები სუნთქავენ CO2- ს და გამოყოფენ ჟანგბადს (O2) და ამ პროცესში წარმოქმნიან სითბოს, რაც სათბურის კიდევ უფრო გათბობას იწვევს. ეს ხელს უწყობს ისეთი კულტურების ზრდას, რომლებიც სითბოს დიდ რაოდენობას მოითხოვს. მაგრამ მცენარეებისთვის, რომლებიც ამდენ სითბოს არ საჭიროებენ შეიძლება ზიანი მიაყენოს და გამოიწვიოს მცენარეული დაავადებები. ამიტომ საჭირო ხდება ამ სითბოს დარეგულირება თქვენს სათბურში.

მონიტორინგის სისტემის გამოყენებით შეგეძლებვათ მუდმივად დააკვირდეთ ტემპერატურულ ცვლილებას, სისტემა კი ავტომატურად მოახდენს ტემპერატურის დარეგულირებას სათბურში შესაბამისი პარამეტრების მიხედვით.

ტენიანობა

ტენიანობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მცენარის ზრდის შესანარჩუნებლად. მცენარეები თბილ და ტენიან ჟანგბადს გამოდევნიან CO2ის დამუშავების ხარჯზე, რაც სათბურის გარემოს ბუნებრივად თბილ და ტენიანს ხდიან დროთა განმავლობაში.

 

ზოგიერთ მცენარეს მაღალი ტენიანობის დონე სჭირდება, ზოგს კი ნაკლები. მაღალი ტენიანობის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის არასწორი ფორმირება და დაავადებების ზრდა, რაც შეიძლება ძალიან საზიანო იყოს კულტურებისთვის.

სათბურის მონიტორინგის სისტემა დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ ტენიანობის დონეს და შესაბამისი პარამეტრებით აკონტროლოთ ვინტილაცია ან მატენიანებელი, რათა შეინარჩუნოთ სასურველი ტენიანობის დონე, მინიმუმამდე დაიყვანოთ ობის ზრდა და გაზარდოთ მცენარის ზრდა მაქსიმალურად.

სინათლე

სინათლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მცენარის გაზარდელად. მცენარე მზის სხივებს ფოტოსინთეზისთვის იყენებს CO2-სა და წყალთან ერთად და გამოიმუშავებს ენერგიას.

ზოგიერთი მცენარისთვის მეტი ინტენსივობის და მეტი დროის განმავლობაშია საჭირო სინათლის მიღებაა ზოგისთვის კი ნაკლებად. რათქმაუნდა მზის სხივების კონტროლი შეუძლებელია თუმცა არსებობს საშუალებები რომლებიც დაგვეხმარება მცენარეს ნაკლები სინათლე მივაწოდოთ ან გავზარდოთ სინათლის მიწოდების დღიური დრო.

თქვენს სათბურში შეგიძლიათ განათავსოთ LED განათება, ერთიანი სინათლის განაწილებისთვის. სათბურის მონიტორინგის სისტემა კი დაგეხმარებათ აკონტროლოთ ეს განათება და მცენარეს დღის შესაბამის დროს მიაწოდოთ დამატებითი სინათლე.

ნიადაგის ტენიანობა

ნიადაგის ტენიანობა მეურნეობის პროდუქტიულობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ძალზე მნიშვნელოვანია მცენარისთვის წყლის სწორი მიწოდება, რადგან დაბალი ტენიანობა იწვევს ცუდ მოსავლიანობას და ანადგურებს მცენარეს, ხოლო ძალიან ბევრმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვების დაავადებები და გაგაფლანგინოთ წყალი, და სხვა რესურსები.

 

წყალი არის საკვები ნივთიერებების მიწოდების საშუალება. ამიტომ, მნიშვნელოვანია წყლის კარგი მენეჯმენტი, რომ უზრუნველყოთ თქვენი კულტურებისთვის საკვები ელემენტების სწორად მიწოდება.

ნახშირორჟანგი (CO2)

ტემპერატურის, ტენიანობის, მზის სხივებისა და ნიადაგის ტენიანობის გარდა, მცენარეებს ასევე სჭირდებათ CO2 ფოტოსინთეზისთვის (ნახშირბადის ათვისება), რაც გავლენას ახდენს მათ ზრდაზე და მოსავლიანობაზე. თქვენ მუდმივად უნდა აკვირდებოდეთ და აკონტროლებდეთ CO2- ის დონეს. CO2- ის ძალიან დაბალი დონე ზღუდავს მცენარის ზრდას, მაგრამ CO2- ის მაღალი დონე ასევე არ შედეგიანი. CO2– ის დონის მონიტორინგისა და საჭირო დონეზე მორგებისას, თქვენი მცენარეები უფრო ადრე დამწიფდება და ყოველწლიური მოსავლიანობა გაიზრდება. სათბურის მონიტორინგის სისტემის საშუალებით, თქვენ მუდმივად შეგიძლიათ დააკვირდეთ CO2 დონეს და მიიღოთ ინფორმაცია, როდესაც ის საჭირო დონეზე დაბლა ან მაღლა მივა.

შეჯამება

სათბურების სტრუქტურა მარტივია, მაგრამ მათი მართვისას თავს იჩენს კომპლექსური საკითხები და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ შიგნით იზრდება სხვადასხვა სახის კულტურები, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა გარემოს. ამრიგად, რთულდება ტემპერატურისა და ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება ყველა იმ ფაქტორთან ერთად, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ.

Farco გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ფერმა ავტომატიზირებულად შესაბამის პარამეტრებზე დაყრდნობით, მიიღოთ ინფორმაცია გარემოს შესახებ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლოთ ის. მოცემული სისტემა გაგიოოლებთ საქმიანობას, დაგიზოგავთ, როგორც ადამიანურ ასევე მატერიალურ რესურსებს, მოსავალს გახდის მეტად ხარისხიანს და მოსავლიანს.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაკტო ფორმით ან ტელეფონზე.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის